მალტის კრიპტოვალუტური ბირჟა OKEx-მა ახალი ვირტუალური პროდუქტი უვადო სვოპი განახორციელა- ერთრანგიანი ვირტუალური დერივატივი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ფსონი ციფრულ აქტივზე დადონ, ისეთზე როგორიცაა Bitcoin.
ახლა OKEx-ის სერვისების ასორტიმენტში შედის უვადო სვოპების ფიუჩერსული კონტრაქტები და სპოტ-ტრედინგი, მარჟითა და საკრედიტო მხარით. უვადო სვოპებით ვაჭრობა OKEx-ზე ოფიციალურად 2018 წლის 11 დეკემბრიდან დაიწყება.
უვადო სვოპს გააჩნია მექანიზმი, რომელიც ფიუჩერსულ კონტრაქტს ჰგავს ვადის ამოწურვის გარეშე და ანგარიშსწორება ყოველდღიურად ხორციელდება. ყველა კონტრაქტი სვოპზე BTC-ის რაოდენობას უდრის, 100 აშშ დოლარის ექვივალენტი.
მომხმარელებს შეეძლებათ გახსნან გრძელი პოზიციები, ბაზრის ზრდაზე სარგებელის მისაღებად, ანდაც მოკლე პოზიციები, ბაზრის ვარდნისას მიიღონ შემოსავალი.
“უვადო სვოპების გახსნამ, ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი ფინანსური ეკოსისტემის შექმნაზე წარმოაჩინა, ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის გამოყენებით” - განაცხადა ბირჟა OKEx-ის ფინანსურმა დირექტორმა ლენიკს ლაიმ.
ახალი შემოთავაზებით, ინვესტორები და ტრეიდერები შეძლებენ აირჩიონ პროდუქტი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ სავაჭრო და ჰეჯ სტრატეგიებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია ჩვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ ეს პროდუქტი სესხების ბუნებას ატარებს, და ამიტომ რისკებით მართვის სტრატეგია არანაკლებად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.
მასალების მიხედვით hedgeweek.com
ასევე წაიკითხეთ
ინდური ბირჟა Zebpay მალტაში გადავიდა
ამჟამად ინდური კრიპტო-ბაზრის მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბირჟასა და ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ დავას განიხილავს.
OKEx-ი მარჟინალური ვაჭრობის შესაძლებლობებს აფართოებს
კორპორაცია OKEx-ის განცხადებით, რომელიც პოპულარულ კრიპტოვალუტურ პლატფორმას წარმოადგენს, მარჟინალური ვაჭრობისთვის მას მოქმედებაში ახალი სავაჭრო წყვილები - XRP/BTC და LTC/BTC შეყავს. მომხმარებლებისთვის ახალი ტრეიდინგი UTC-ის დროით 07:00-ზე გახდა ხელმისაწვდომი. ჰონკონგის ბირჟის განმარტებით, გაფართოებას მარჟინალური ვაჭრობის მზარდი პოპულარობა და შესაბამისად - მზარდი მოთხოვნა უძღოდა წინ.