ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
გუშინ Binance-მ საკუთარი მომხმარებლისთვის ახალი სერვისი აამოქმედა. ამიერიდან, Binance-ს აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას, Tripio-ს ერთიან პლატფორმაზე გადახდის ძირითადი საშუალების სახით Binance Coin-ის (BNB) გამოყენება შეუძლია.
Tripio ბლოკჩეინზე დაფუძნებული და მოგზაურობების დაჯავშნაზე ორიენტირებული პირველი პლატფორმაა. კომპანია სასტუმროების დასაჯავშნად ტურისტულ სერვის-პლატფორმას აქტიურად ანვითარებს. თავად პლატფორმა სმარტ-კონტაქტებს Ethereum ეფუძნება, რომელიც მატარებლების მართვის სერვისისთვის გამოიყენება.
ტურისტულ ოპერატორთან თანამშრომლობისგან სარგებელს რეიტინგული კრიპტოპლატფორმაც ნახულობს.
ბოლო დროის განმავლობაში Binance-ი აქტიურად ვითარდება. კომპანია ახალ ბაზრებს იპყრობს და BNB-ს ფიატურ ვალუტებთან კონკურენციის თაობაზე ჩანპენ ჩჟაოს განცხადების გამყარებას ინტენსიურად ცდილობს. შემოდგომის თვეების განმავლობაში Binance-მ აამოქმედა კრიპტოვალუტების ობიექტური რეიტინგი Info 2.0, დანერგა ახალი პროდუქტი Chainalysis KYT და სტებლკოინების ახალი ერთიანი ბაზრის შექმნა დააანონსა.
ასევე წაიკითხეთ
Coinbase-ი USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს
23 ოქტომბერს ყველაზე ცნობილმა კრიპტოვალუტურმა ბირჟამ Coinbase განაცხადა, რომ ის სთეიბლკოინ USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Coinbase-ის ყველა მომხმარებელი USDC-ით ოფიციალურ ვებ-საიტზე შეძლებს ვაჭრობას.
ბირჟა Nasdaq-ი ფასების ვარდნის მიუხედავად Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას მაინც გეგმავს
ბირჟა Nasdaq-ი ცდილობს, 2019 წლის პირველ კვარტალში კონტრაქტების ჩასაშვებად, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.