მომდევნო რამდენიმე დღე, Bitcoin cash-ით დაინტერესებულნი, ბევრი ახალი ინფორმაციით დაიტვირთებიან. განახლების შემმუშავებელთა გუნდის გარშემო ორი ფრაქცია დაჯგუფდა, რომელთა გამოც Bitcoin ABC და Bitcoin SV ერთმანეთის მიმართ არათავსებადნი აღმოჩნდნენ. Bitcoin ABC "ძირითად" BCH-ის კლიენტს წარმოადგენს, ასევე ცნობილი დეველოპერებისა და რამდენიმე გადამცვლელის მხარდაჭერა აქვს, იმ დროს, როდესაც Bitcoin SV ძირითადად nChain და Coingeek კომპანიებით იმართება.
კონფლიქტის განვითარების მიმდინარეობისას, ერთის მხრივ, თვითმარქვია სატოში ნაკამოტოსგან - კერძოდ კი კრეგ რაიტისგან (nChain), რიტორიკა შეიცვალა. იგი უცნაური ჰეშრეითის მიმართ საფრთხეს ხედავდა, რომელიც, როგორც ჩანს, ასრულდა. Coin Dance-ს თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მანინგის პულებმა, რომლებიც კელვინ ეირს ეკუთნოდა (CoinGeek და SVPool), რეგიონში დაახლოებით 70% ჰეშის-სიმძლავრის კონტროლირება დაიწყეს.
ცოტა ხნის წინ, Bitcoin.com-ის ხელმძღვანელმა როჯერ ვერმა, რომელიც BCH-ს შექმნიდან მისი აქტიური მხარდამჭერია, გამოაქვეყნა ვიდეო youtube არხზე, სადაც Bitcoin Cash დეველოპერების ერთმანეთის მიმართ ნდობის კრიზისის შესახებ ყვებოდა. განსხვავებული აზრის გამოხატვა კრიპტოვალუტის მომავლის ხედვის სხვადასხვაობის გამო წარმოიშვა. Bitcoin ABC-ს განახლება მოიცავს ცვლილებას, ცნობილი როგორც CTOR ( Cononica Transaction Ordering), რომელიც ბლოკის შიგნითა ჩაწერის ორგანიზების ხერხს ცვლის. ასევე დაგეგმილია ოპერაციული კოდის დანერგვა, ცნობილი როგორც OP_CHECKDATASIG, რომელიც შესაძლებობას გვაძლევს სმარტ-კონტრაქტები BCH-ს პლატფორმაზე გამოვიყენოთ.
SV-ს გუნდმა ABC-ს მიერ შეთავაზებული ცვლილება უარყო.
მათი სიტყვებით, ახალი კლიენტი Coingeek-ის თხოვნით კომპანია nChain-ის მიერ შეიქმნა, რომლებსაც უნდათ კრიპტოვალუტა იმ მდგომარეობას დაუბრუნონ, როგორსაც მას სატოში ხედავდა. მათ გადაწყვეტილი აქვთ ეს პროცესი ძველი ოპერაციული კოდების აღდგენითა და სკრიპტზე კოდების შეზღუდვის გაუქმებით შეასრულონ, ასევე იგეგმება თითოეული ბლოკის მოცულობის 128 მეგაბაიტამდე გაზრდა.
იმ შემთხვევაში, თუ Bitmain ან სხვა მსხვილი მაინინგის საწარმოები თავიანთ ASIC-ს BTC-დან BitcoinABC-ზე არ გადაიყვანენ, სავარაუდოდ, მომხმარებლები ვერ შეძლებენ BCH-ს მიღებას. გადამცვლელები დახურავენ განაღდებას და დეპოზიტებს, მანამ, სანამ სიტუაცია არ დალაგდება, და მსხვლილი საფულეები, როგორიცაა Trezor, ვერ ისარგებლებენ ABC-თი.
ამგვარად, BCH ბაზარზე თვალისდევნების ხელიდან გაშვება არ ღირს, ვინაიდან, არავინ იცის რით დამთავრდება ეს ყველაფერი.
ასევე წაიკითხეთ
$1 მილიონად შეძენილი ბიტკოინის ოპციონები მალე საერთოდ გაუფასურდება
ოპციონების, რომელიც სავაჭრო პლატფორმა LedgerX-ზე თითქმის $1 მილიონად, შარშან ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულების მიღწევამდე ერთი დღით ადრე, შეძენილი მოქმედების ვადა 2018 წლის 28 დეკემბერს იწურება. იმისთვის, რომ ინვესტორებმა, რომლებიც ბიტკოინის ფასის ღირებულების გაზრდას $50000-მდე ვარაუდობდნენ, მოგება ნახონ, აქტივის ფასმა 1400%-ით უნდა მოიმატოს.
ადამიანი და ბლოკჩეინი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??