ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.
კომპანია Animoca Brands-ი ბლოკჩეინ-ვერსიების ამოქმედებას 2019 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
Roller Coaster Tycoon Touch-ი ატრაქციონთა პარკის მართვის პოპულარული თამაშ-სიმულატორია, რომელიც iOS და Android-ზე მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული თამაში 19 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი. 2017 წელს გამოსული Goon Squad -ი ასევე iOS და Android-ზე მუშაობს და მრავალმომხმარებლიანი თამაშია ბანქოს მოყვარულთათვის.
შექმნის ლიცენზიის და თამაშების პუბლიკაციის სანაცვლოდ, Animoca Brands-ი Atari-ს სამომავლო მოგების წინააღმდეგ 250 000 აშშ დოლარის ოდენობის მინიმალურ გარანტიას გადაუხდის. თანხის განაღდება აქციებით მოხდება. შესაბამისად Atari-ი კომპანია Animoca Brands-ის სტრატეგიული აქციონერი გახდება.
მოგების პროცენტს Atari-ს მას შემდეგ გადაუხდიან რაც თამაშებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 500 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კომპანია Animoca-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი თამაშების და სხვა აპლიკაციების შექმნა-გაშვებისთვის იყენებს. ამავდროულად, 1972 წელს დაფუძნებული კომპანოა Atari-ი ვიდეოთამაშების, სათამაშო კონსოლების და პერსონალური კომპიუტერების სფეროში უძველესი ბრენდია.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".
შეუძლია თუ არა Facebook-ს ციფრულ ბაზარზე გასვლა?
სოციალური ქსელები უკვე დიდი ხანია არსებობენ, თუმცა Facebook-მა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. კრიპტოვალუტამ საგადასახადო ინდუსტრიისთვის მსგავსი რამ გააკეთა. მან ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ერთ სივრცეში დააკავშირა, სადაც ტრანსსაზღვრული გადახდები მარტივად და სწრაფად ხორციელდება