იაპონურმა იენმა, ბიტკოინ-ფიატის ბაზარზე აშშ დოლარს გადაასწრო და ყველაზე დიდი მოცულობის ვაჭრობის ვალუტა გახდა. Coingills-ის ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტისთვის, იენა ბაზრის 48.34% იკავებს, აშშ დოლარი 43.77%. მესამე და მეოთხე ყველაზე დიდად მოვაჭრე ვალუტა კორეული ვონი 6.09% და ევრო 1.07% გახდნენ.
2017 წლის სექტემბერში, ჩინეთმა კრიპტოვალუტური გამცვლელების მუშაობა აკრძალა, რითაც ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტური ბირჟის დომინანტი პოზიცია დაკარგა. ამ დროს იაპონია მხოლოდ ძლიერდებოდა, თუმცა, რამდენიმე გამცვლელის მსხვილმა ძარცვამ მისი განვითარება შეანელა. იმისთვის, რომ გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და კრიპტოვალუტური ბირჟების უსაფრთხოება, იაპონურმა ფინანსური სერვისების სააგენტომ (FSA) ნორმატიული წესების ახალი ცხრილი გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც ბირჟა Coinchek-ი, სააგენტოს ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას დააკმაყოფილებს, FSA გამცვლელის ლიცენზიას გასცემს. FSA ყურადღებით შეისწავლის ორგანიზაციის ბიზნეს-გეგმებს, ზომებს, რაც გატეხვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ასევე სხვა დაცვის ზომების ეფექტურობას.
გარდა ამისა, გამცვლელები, რომლებიც ლიცენზიაზე განაცხადს გააკეთებენ, აუცილებელია შევსონ 400 კითხვიანი ანკეტა.
მასალების მიხედვით www.thepaypers.com
ასევე წაიკითხეთ
მხოლოდ სატოში ნაკომოტოს აქვს ბულგარეთზე მეტი ბიტკოინი
ყველა ფიქრობს, რომ სატოში ნაკომოტოს ბევრი ბიტკოინი აქვს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ისინი ძალიან ბევრი შეიძლება ბულგარეთის მთავრობასაც ჰქონდეს
შეძლებენ თუ არა ბანკირები ბიტკოინის ფასის გაზრდას?
ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტურ ბაზარზე გადიან, მსხვილი ტრეიდერები მათ გლობალურ ხასიათს თვალყურს ადევნებენ, რათა შესყიდვის ან გაყიდვის მომენტი არ გამოეპაროთ.