რუსეთის კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ახალ რედაქციაში „გაუგებარ ბიტკოინებსა“ და „უაზრო მაინინგზე“ უარი განაცხადეს, რადგან ეს ორი ცნება ქვეყნის ეკონომიკაში არ ჯდება
ყველაფერი, რაც ჩვენთვის გაუგებარია, ჩვენ არც გვჭირდება. როგორც ჩანს, მუშაობა კანონპროექტზე „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ“ სწორედ ასეთი დევიზით მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის სახელმწიფო დუმის საფინანსო ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარესთან ანატოლი აქსაკოვთან ინტერვიუს შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება რჩება.
„ეს გაუგებარი ბიტკოინები რუსულ საფინანსო სისტემაში ვერაფრით „შესისხლხორცდება“, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის საერთოდ არ გვჭირდება“, - კანონპროექტზე მუშაობის პროცესი აქსაკოვმა ასე დაახასიათა. კრიპტოვალუტის კანონში ასეთ განსაზღვრაზე უარის თქმამ ნორმატიულ-სამართლებრივ სივრცეში ცნება „მაინინგის“ შეტანაზეც ნეგატიურად იმოქმედა.
თავმჯდომარის თქმით, სამართლებრივ სისტემაში, რომელიც კანონის ახალ რედაქციაში გაწერილი, ისეთი ცნების აუცილებლობა, როგორც „მაინინგია“, საერთოდ არ დგას. მისი აზრით, ნორმატიულ ბაზაში ასეთი ცნების შეტანის აუცილებლობა საგადასახადო ინსპექციამ უნდა გადაწყვიტოს, ამიტომაც მაინერების დაბეგვრის საკითხებიც ახალ საკანონმდებლო დოკუმენტში არ არის.
და ყველაფერი ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში იგივე აქსაკოვი დარწმუნებული იყო, რომ მაინინგს კარგი შემოსავალი მოაქვს და ის აუცილებლად დასაბეგრია, ხოლო პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მაინინს სამეწარმეო საქმიანობად აღიარებდა და შესაბამისად, კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესში დაბეგვრის პროცესი როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის იყო გაწერილი.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ თქვეს უარი კანონმდებლებმა საკუთარ მიზანზე, რომელიც ამ საკითხში ყველა წერტილის დასმას გულისხმობდა. ის სიახლეები, რომლებსაც საშემოდგომო სესიისთვის მოსამზადებელი კანონი შეიცავს, ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე რჩება. ადგილის რელიეფი ფაქტობრივად თვალსა და ხელს შუა იცვლება.
ასევე წაიკითხეთ
SEC-ის აზრით Bitcoin-ETF-ს ლოდინი არ ღირს
ციფრული აქტივების საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში 5 დეკემბერს ჩატარდა, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წარმომადგენელმა რეკომენდაცია გასცა, რომ Bitcoin ETF-ის მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების ლოდინი არ ღირს.
ესტონეთმა კრიპტოკომპანიებისთვის 900-ზე მეტი ლიცენზია გასცა
ესტონეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტისადმი ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანა გახდა. ქვეყანამ უკვე კრიპტოვალუტური ბიზნესის წარმოებისთვის 900-ზე მეტი ლიცენზია გასცა.