Bitcoin-ის დათვურ წელიწადს უკეთესი დღეებიც ქონია, იმის გათვალისწინებით, რომ ტოკენის ფასმა 8%-ზე მეტად დაიკლო და ამჟამად Bitstamp-ის ბირჟაზე 3989.94$-ს შეადგენს. 2018 წლის 26 ნოემბერს The Week-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სწორი რეგულირების მიღების შემთხვევაში, კრიპტოვალუტას გახანგრძლივებული შავი პარასკევისგან აღდგენაში მიეხმარებოდა.
სინგაპურის კრიპტოვალუტური ბირჟა Cryptology-ის მთავრი კომერციული დირექტორი, ჰერბერტ სიმი ამტკიცებს, რომ ბაზარი აღდგება, თუ კი მთავრობა შესაბამის მარეგულირებელ ბაზას მიიღებს.
მარეგულირებელმა ორგანოებმა ერთიანი სტანდარტის დანერგვა უნდა მოახერხონ, რათა სარეველები მოაშორონ, ბაზარმა წინსვლა განაგრძოს და ინვესტორებმა კი ტრანზაქციები უსაფრთხოდ განახორციელონ. როგორც კი მარეგულირებლის მიერ კრიპტოვალუტა დაკანონდება, იგი განვითარების ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
კრიპტოვალუტის შემმუშავებლებმაც დაყარეს იარაღი და ფასების გაზრდას ელოდებიან. კომპანია Diar-ის მონაცემებით, მაინერებს დაახლოებით, უხეშად რომ ვთქვათ, 30-დან 45 პროცენტამდე მოგება ესაჭიროებათ, რათა ქსელიდან გამოთიშვა არ მოუხდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, 56 პროცენტიან საშუალო მოგებას ნახულობენ, ბოლოდროინდელი Bitcoin-ის ფასის კლების გათვალისწინებით, წინა კვირას მარჟა 39 პროცენტამდე დაეცა, რამაც უამრავი მაინერის გამოთიშვა გამოიწვია.
ასევე წაიკითხეთ: მაინინგის რენტაბელურობა - მითი თუ რეალობა?
მასალების მიხედვით btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
კიდევ ერთხელ ეროვნული კრიპტოვალუტების შესახებ
სინგაპურში ორგანიზებულ ფესტივალზე Fintech-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტიან ლაგარდმა აღიარა, რომ თანამედოროვე ტენდენციებსა და მსოფლიო ეკონომიკის ციფრულ აქტივებზე გადასვლის შესაძლებლობის უგულებელყოფა აღარ შეიძლება. მანვე დასძინა, რომ ცენტრალური ბანკის (CBDC) ციფრული ვალუტების ემისიის საკიხი განსაკუთრებული ყურადღებით მიდგომას საჭიროებს.
აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს
ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.