იაპონიის ფინანსურმა სამეთვალყურეო ორგანომ - ფინანსური მომსახურების სააგენტო (FSA) stablecoin-ს კრიპტოვალუტების რიცხვს არ მიაკუთვნებს. მარეგულირებელმა ორგანომ, რომლის აზრითაც, ფიატთან დაკავშირებული მონეტები ციფრულ ვალუტას არ წარმოადგენს, მოცემული ტოკენების რეგისტრაციისადმი წაყენებულ მოთხოვნებზე ისაუბრა.
ბოლო დროს, იაპონიაში stablecoin-ის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. თვის დასაწყისში იაპონურმა ინტერნეტ-კონგლომერატმა GMO Internet Co. Ltd სტაბილური მონეტის გამოშვების გეგმის შესახებ ისაუბრა. იენთან მიბმული მონეტის ბრუნვაში ჩაშვება მომავალი წლის დასაწყისიდან არის დაგეგმილი. ახალ მონეტას აბრივეატურა “GJY” ექნება.
გაზაფხულის დასაწყისში, იაპონურმა გიგანტმა და უმსხვილესმა ფინანსურმა ჯგუფმა Mitsubishi UFJ Financial Group, საკუთარი სთეიბლკოინის Mufg Coin გამოცდა დაიწყო.
ტრადიციულ აქტივებთან მიბმული კრიპტოვალუტების მიმართ, მსოფლიოში ნდობის დონის ზრდასთან ერთად, FSA-მა ასეთი სახის ფულის მიმართ იაპონიის ხელისუფლების დამოკიდებულება განმარტა.
მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიატურ ვალუტებთან დაკავშირებული stablecoin-ი „ციფული ვალუტების“ კატეგორიას არ მიეკუთვნება. Stablecoin-ზე ქვეყანაში მოქმედი კრიპტოვალუტური ოპერაციების რეგულირების ორი კანონი -„ფასიანი ქაღალდების აზრის შესახებ“ და „საგადასახადო სერვისების შესახებ“ არ ვრცელდება. სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ, ორივე კანონი მიმდინარე წლის აპრილის თვეში შევიდა ძალაში.
Stablecoin-ის ემიტეტის რეგისტრაცია ნებისმიერ შემთხვევაში არაა მიზანშეწონილი და „საგადასახადო სერვისების შესახებ“ კანონის გათვალისწინებით უნდა იყოს გატარებული.
კანონის თანახმად, წინასწარი საგადასახადო ინსტრუმენტების ორი ფორმა არსებობს: რომელიც განკუთვნილია პირადი ვაჭრობისთვის, მეორე - გარე ორგანიზაციებისთვის. ორივე მათგანს რეგისტრაციის და ანაგრიშვალდებულების საკუთარი მოთხოვნები აქვთ.
ყველა ოფიციალურ ოპერაციას, რომლის მოცულობაც 1 000 000 იენს აღემატება, მხოლოდ ბანკები ამუშავებენ და შესაბამისად, ის სპეციალურ საბანკო ლიცენზიას საჭიროებს. რაც შეეხება 1 000 000 იენზე ნაკლები მოცულობის თანხას (9 000 აშშ დოლარი), ამ შემთხვევაში საბანკო ლიცენზია საჭირო არ არის, მაგრამ ფულადი გადარიცხვების სერვისის მიმწოდებლის ლიცენზიის არსებობა აუცილებელია.
ასევე წაიკითხეთ
უოლ-სტრიტი კრიპტოვალუტაზე უარს აცხადებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტი ნელ-ნელა კრიპტოვალუტის ბაზარს ტოვებს. მიუხედავად ბაზრის დაცემისა, დარეგულირების პრობლემებისა და თაღლითობის უამრავი შემთხვევებისა, გვეჩვენებოდა, რომ უოლ-სტრიტი კრიპტო-აქტივების ფასების აწევას შეძლებდა.
იაპონიაში კრიპტოინდუსტრიამ თვითრეგულირებადი დარგის სტატუსი მიიღო
იაპონიის ფინანსურმა რეგულატორმა (FSA) 16 ლიცენზირებული კრიპტობირჟისგან შემდგარ ჯგუფს, რომელსაც იურიდიულად თვითრეგულირებადი ორგანოს სტატუსი მიენიჭა, კრიპტოინდუსტრიის კონტროლირების და სანქცირების უფლება მიეცა.