იაპონია ის ადგილია, სადაც კრიპტოვალუტა გაჩნდა, ადგილი, სადაც Bitcoin.com-ის შტაბ-ბინა მდებარეობს და სადაც პირველი კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტი MtGox გაჩნდა. იდუმალებით მოცული, ბიტკოინის შემქმნელის სატოში ნაკამატოს სამშობლოც აქ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღმომავალი მზის ქვეყანაში ციფრული მოძრაობის განვითარება დასავლეთისთვის საიდუმლოდ რჩება.
იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს (FSA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, იაპონიაში 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც წლის განმავლობაში $97 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტურ ტრანზაქციას ახორციელებენ. მათ უმეტესობას ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლის, ბიზნესმენები წარმოადგენენ. 143 000 მათგანი მარჟინალურ და ფიუჩერსებით ვაჭრობას ანიჭენებს უპირატესობას. ინფორმაციის თანახმად, 2014 წლიდან ბიტკოინებით ვაჭრობის წლიური მოცულობა $22 მილიონიდან $97 მილიონამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, რამოდენიმე გახმაურებული გატეხვის შემდეგ, კერძოდ კი Coincheck-ის გამცვლელი პუნქტიდან $530 მილიონის მოპარვის ფაქტის შემდეგ, FSA-მ ციფრული პლატფორმების ფუნქციონირების კლასიფიკაციაზე დაფიქრდა. ამ ეტაპზე იაპონიაში მოღვაწე ყველა კრიპტოვალუტით მოვაჭრე ბირჟამ სააგენტოს ნებართვა უნდა იქონიოს.
FSA-ს ლიცენზია თექვსმეტმა ადგილობრივმა პუნქტმა, მათ შორის Bitflyer, Bitbank, Bittrade, და Bitocean-მა დაიმსახურა, ხოლო თექვსმეტმა - დროებითი „კვაზი-ოპერატორის“ სტატუსი მიიღო.
იაპონიის ეროვნულმა საგადასახადო სააგენტომ კრიპტოვალუტის მეშვეობით მიღებულ მოგებაზე გადასახადი 15%-დან 55%-მდე გაზარდა, ხოლო სავალუტო ბირჟებიდან მიღებული მოგება მხოლოდ 20%-ით იბეგრება. თუმცა, მეორე მხრივ, იაპონინელმა კრიპტოვალუტურმა ტრეიდერებმა სრული სამართლებრივი დაცვა მიიღეს. ექვსმა მსხვილმა ბირჟამ საქმიანი პრაქტიკის გაუმჯობესების მითითება უკვე მიიღო. ეს AML/KYC-ის დანერგვას ეხება.
იაპონიაში მსხვილი კომპანიები, მათ შორის ავიაგადამზიდები, სასტუმროები, სავაჭრო ქსელები და ასევე ათასობით მცირე ბიზნესმენი, ბიტკოინებს ღებულობს. ციფრული ვალუტით ანგარიშწორებისთვის POS-ტერმინალებში კრიპტოვალუტის გადამცვლელები არის ინტეგრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ბიტკოინმა ტრადიციული ვალუტა იენა ბოლომდე ვერ შეცვალა და მას მეტროს სამგზავრო ბარათის საყიდლად, ქირის გადასახდელად და პროდუქტების საყიდლად იყენებენ, კრიპტომატების მოზრდილი ქსელის მეშვეობით, ციფრული აქტივების მომხრეებს ყველა მომსახურების კრიპტოვალუტის სანაცვლოდ მიღება შეუძლიათ.
მასალების მიხედვით cryptoticker.io
ასევე წაიკითხეთ
FATF-ი კრიპტოვალუტებისთვის რეგულირების ერთიანი წესების შემოღებას ითხოვს
ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პარიზის გლობალური ორგანიზაციის აზრით, კრიპტოაქტივების რეგულაციების გამკაცრების და ციფრული აქტივების კონტროლის ერთიანი გლობალური სისტემის შემოღების დრო დადგა.
პირველმა ინდურმა კრიპტომატმა სულ ერთი კვირა "იცოცხლა"
ინდოეთში მოახდინეს დემონტაჟი პირველი პომპიანი კრიპტოვალუტის აპარატის, რომელიც მხოლოდ ერთი კვირის წინ სავაჭრო ცენტრ Kempfort Mall-ში დააყენეს, მისი მფლობელი კი რეგულატორის ნებართვის გარეშე მოწყობილობის დაყენებისთვის დააპატიმრეს. ქალაქ ბენგალურუს პოლიციამ საქმე ტერმინალის ნებართვის გარეშე დაყენების ფაქტზე აღძრა და ასევე დააკავა კომპანია „ხარიშა“-ს დამფუძნებელი.