სამხრეთ კორეის იურისტები დაჟინებით ითხოვენ, რომ მთავრობამ კრიპტოვალუტებისა და ინვესტორების დაცვის მიმართულებით კანონები შეიმუშავოს.
როგორც წესი, კორეის ადვოკატთა ასოციაცია, რომლის წევრობა ყველა ადგილობრივი იურისტისთვის სავალდებულია, კონკრეტული ტექნოლოგიების ან ბიზნეს-ინტერესების სასარგებლოდ საჯარო კამპანიებს არ აწარმოებს. თუმცა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების განვითარება ნორმატიულ რეგულირებაში სიცხადეს საჭიროებს.
სამხრეთ კორეის მთავრობა, მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყნისა, რომელშიც საქმიანობას წამყვანი კრიპტო-ბირჟები Bithumb და Coinbit ეწევიან, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების უგულებელყოფის გამო საკუთარი მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.
„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მთავრობას, ნეგატიურ აღქმაზე უარი განაცხადოს და ისეთი კანონები შეიმუშავოს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს და იმ პრობლემების პრევენციას განახორციელებს, რომლებიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით იქმნება“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა კიმ ჰიუნმა პარლამენტში პრესს-კონფერენციაზე გამოსვლისას.
მთავრობამ განაცხადა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეგულირების შესახებ საკუთარ პოზიციას მხოლოდ პრობლემის საგულდაგულოდ შესწავლის შემდეგ გაახმოვანებს, რასაც ამჟამად როგორც სახელმწიფო, ასევე საფინანსო მარეგულირებლები ახორციელებენ.
ბლოკჩეინ ტექნოლოგია ტრანზაქციების აღრიცხვის საშუალებას იმგვარად იძლევა, რომ აქტივები გაყალბებისა და თაღლითობისგან დაიცვას. თუმცა, ვინაიდან ბიტკოინ-მისამართების გატეხვის მრავალი შემთხვევა არსებობს, იურისტები მთავრობას მოუწოდებენ, ტექნოლოგიების შესაძლებლობები სათანადო რეგულირებით გააძლიეროს და მომხმარებლების აქცივები დაიცვას.
მასალების მიხედვით in.reuters.com
ასევე წაიკითხეთ
ესპანეთის საგადასახადო სამსახური კრიპტოვალუტის მფლობელებისგან გადასახადს ითხოვს
ესპანური საგადასახადოს ორგანოების კრიპტოვალუტის მფლობელების იდენტიფიკაციის მცდელობა, გაწეულ ხარჯებს ამართლებს. რამოდენიმე ფირმაში გამოძიების ჩატარების შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა კრიპტოვალუტაზე ახალი გადასახადის შემოღების მიზეზს ეძებს.
ინდოეთმა შეიძლება კრიპტოვალუტა აკრძალოს
ინდოეთმა შეიძლება კირპტოვალუტა 30 ოქტომბერს მთლიანად აკრძალოს, ამის გამო, 30 ოქტომბერს ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების საბჭოზე, ვირტუალური ვალუტის საკითხი დააყენეს. "საბჭომ საკითხები და კრიპტოაქტივების პრობლემები განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია განიხილონ კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესაძლებობა", - ნათქვამი ინდოეთის პრესს რელიზის (PIB) განცხადებაში.