სამხრეთ კორეის იურისტები დაჟინებით ითხოვენ, რომ მთავრობამ კრიპტოვალუტებისა და ინვესტორების დაცვის მიმართულებით კანონები შეიმუშავოს.
როგორც წესი, კორეის ადვოკატთა ასოციაცია, რომლის წევრობა ყველა ადგილობრივი იურისტისთვის სავალდებულია, კონკრეტული ტექნოლოგიების ან ბიზნეს-ინტერესების სასარგებლოდ საჯარო კამპანიებს არ აწარმოებს. თუმცა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების განვითარება ნორმატიულ რეგულირებაში სიცხადეს საჭიროებს.
სამხრეთ კორეის მთავრობა, მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყნისა, რომელშიც საქმიანობას წამყვანი კრიპტო-ბირჟები Bithumb და Coinbit ეწევიან, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების უგულებელყოფის გამო საკუთარი მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.
„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მთავრობას, ნეგატიურ აღქმაზე უარი განაცხადოს და ისეთი კანონები შეიმუშავოს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს და იმ პრობლემების პრევენციას განახორციელებს, რომლებიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით იქმნება“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა კიმ ჰიუნმა პარლამენტში პრესს-კონფერენციაზე გამოსვლისას.
მთავრობამ განაცხადა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეგულირების შესახებ საკუთარ პოზიციას მხოლოდ პრობლემის საგულდაგულოდ შესწავლის შემდეგ გაახმოვანებს, რასაც ამჟამად როგორც სახელმწიფო, ასევე საფინანსო მარეგულირებლები ახორციელებენ.
ბლოკჩეინ ტექნოლოგია ტრანზაქციების აღრიცხვის საშუალებას იმგვარად იძლევა, რომ აქტივები გაყალბებისა და თაღლითობისგან დაიცვას. თუმცა, ვინაიდან ბიტკოინ-მისამართების გატეხვის მრავალი შემთხვევა არსებობს, იურისტები მთავრობას მოუწოდებენ, ტექნოლოგიების შესაძლებლობები სათანადო რეგულირებით გააძლიეროს და მომხმარებლების აქცივები დაიცვას.
მასალების მიხედვით in.reuters.com
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ს საგადასახადო კრიპტოტრეიდერების შენჯღრევისთვის ემზადება
საბუღალტრო კომპანია NODE40, რომელიც ციფრულ ვალუტაში მიღებული შემოსავლების დაანგარიშებაზე ახდენს სპეციალიზაციას და ბიტკოინებში საგადასახადო ანგარიშვალდებულების მომზადებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერია, ელოდება, რომ აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახური (IRS) რეკორდული რაოდენობის მოთხოვნებს გააგზავნის, რომელიც კრიპტოვალუტას უკავშირდება, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ უამრავი ინვესტორი საკუთარი ზარალის შესახებ გამოცხადებას გადაწყვეტს.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას