ციფრული აქტივების საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში 5 დეკემბერს ჩატარდა, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წარმომადგენელმა რეკომენდაცია გასცა, რომ Bitcoin ETF-ის მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების ლოდინი არ ღირს.
ჰესტერ პირსმა, რომელსაც მეტსახელად «Crypto Mom» შეარქვეს იმის გამო, რომ ის კამერონ და ტაილერ უინკლვოსების მიერ შემოთავაზებულიBitcoin-ETF-ის მიღებაზე SEC-ის უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თვლის, რომ კრიპტოვალუტური ან Bitcoin-ETF-ის დამტკიცება შესაძლოა წლობით გაიწელოს.
შესაძლოა, ისინი 20 წლის შემდეგ, ან სულაც ხვალ იყოს ნებადართული. SEC-ს Finhub-ის შესაქმნელად დიდი დრო დასჭირდა. ბირჟებზე სავაჭროდ გამოტანილ პროდუქტებზე ნებართვას კი შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს.
პირსი ასევე ცდილობს საკუთარი კოლეგები დაარწმუნოს, კრიპტოვალუტის მიღების მიმართ “ნაკლებად მიკერძოებლები იყვნენ”.
მეჩვენება, რომ ჩვენ კრიპტო-სივრცეში ინსტიტუციონალიზაცია უნდა წავახალისოთ. ეს ის არ არის, რაც საზოგადოებაში ადამიანებს სურთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინსტიტუციონალურ სექტორში ისეთი ინვესტორები არსებობენ, რომლებსაც ამ საზოგადოებაში მოხვედრა სურთ. ინდივიდუალური ინვესტორებისთვის ასეთ სივრცეში მოხვედრის საუკეთესო საშუალება მისი უფრო მეტად ინსტიტუციონალიზაციაა.
პირსი თვლის, რომ ადამიანებმა კანონი უნდა დაიცვან, მაგრამ მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულირება ახალ ან ინოვაციურ იდეებს არ აფერხებდეს.
“მსურს დავრწმუნდე, რომ ინოვაციებისთვის კარი საკმარისად ფართოდაა ღია და ისინი რეგულირებით ზედმეტად შეზღუდული არ არის”, - განაცხადა მან.
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში SEC-ის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა Bitcoin ETF-ის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ რამდენიმე საკითხი, რომელიც მარეგულირებლის წუხილს იწვევს, ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
G20 სამიტის მონაწილეებმა კრიპტოვალუტის დარეგულირების საკითხს ხაზი გაუსვეს
G20 სამიტი საბოლოო დეკლარაციის ხელმოწერით დაიხურა. დეკლარაციაში კრიპტოინდუსტრიისთვისაც გამოინახა ადგილი. მსოფლიოს ლიდერები ციფრული ტექნოლოგიების პერსპექტიულობაზე და მათი საქმიანობის გლობალური დარეგულირებისთვის გაერთიანებაზე თანხმდებიან.
საქართველო აპირებს ბლოკჩეინი ფისკალურ სისტემაში დანერგოს
მრავალი ქვეყნის ხელისიფულება, განსაკუთრებით კი საქართველოს, აღნიშნავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალს საგადასახადო სისტემაში. პრემიერ-მინისტრი, ტექნოლოგიების ინტეგრაციის ინიციატივით გამოდის, რამაც უნდა გაზარდოს გათვითცნობიერება მასზე, ასევე მოუტანოს დიდი სარგებელი ქვეყანას.