Finance Magnets-ის ინფორმაციით Kraken-ი კერძო შეთავაზებას გეგმავს. ამერიკული კრიპტოვალუტური ბირჟა Kraken-ი შეძლებული ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზების ღონისძიების გატარებას განიხილავს.
ცოტა ხნის წინ კომპანია Kraken-მა საკუთარი აქციები $4 მილიარდად შეაფასა. FInance Magnates ინფორმაციით, მმართველობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეზღუდული რაოდენობის კლიენტებს დამატებითი აქტივების შეძენას სთავაზობს, რომლის მინიმალური საფასური $100 000 იქნება.
ინვესტორებისთვის გაგზავნილ ელექტრონული ფოსტის წერილში ნათქვამია:
ტრანზაქციების პროცესი გარე სერვისით გაკონტროლდება, რომელიც აკრედიტებული ინვესტორების შემოწმებასა და გადახდის დოკუმენტების გაფორმებას განახორციელებს.
მონაწილეებმა დაინტერესების შემთხვევაში 16 დეკემბრამდე უნდა განაცხადონ და წინასწარ გაიარონ დეტალური შემოწმება.
Kraken-ის წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს ვერ აკეთებს.
ამ მომენტისთვის, კომპანია ჩართულია სასამართლო პროცესში, სადაც ბრალი ედებათ, რომ მათი თანამშრომლები გარიგებაში იყვნენ ჩართულები, რათა Bitcoin Cash-ის ფორკზე კონტროლს დაუფლებოდნენ და 15 ნოემბრის ბლოკჩეინის გაყოფის შემდეგ "მისი ცენტრალიზების" მცდელობა ქონოდათ.
ჰეშ-ომი გრძელდება, კონკურენტები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებითა და შეურაცხყოფით იფარგლებიან. სასამართლო დავაში ასევე მონაწილეობენ Bitcoin.com-ის გენერალური დირექტორი და მისი თანადამფუძნებელი ჯიჰან ვუ.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
Coinbase-ი USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს
23 ოქტომბერს ყველაზე ცნობილმა კრიპტოვალუტურმა ბირჟამ Coinbase განაცხადა, რომ ის სთეიბლკოინ USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Coinbase-ის ყველა მომხმარებელი USDC-ით ოფიციალურ ვებ-საიტზე შეძლებს ვაჭრობას.
იაპონური ბირჟა Coincheck წლის ბოლოს ლიცენზიას აიღებს
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.